102 წელი სომხების მასობრივი განადგურებიდან

24 აპრილი 2017, 00:00 3234 ნახვა

სომეხთა მასობრივი მკვლელობებიდან, 102 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით, ბათუმის სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა, 1915-23 წლებში მომხდარი სომეხთა მასობრივი განადგურების მსხვერპლთა დღე აღნიშნეს.  სამგლოვიარო ლიტურგია ბათუმის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში მამა არარატ გუმბალიანმა აღავლინა.

დიასპორისა და ეკლესიის საკვირაო სკოლის აღსაზრდელებმა ქვაჯვარი ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს. ტაძრის ეზოში  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაცული, ფაქტის ამსახველი ფოტოები გამოფინეს. როგორც ცნობილია, სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ დაღუპული მილიონ-ნახევარი ადამიანი წმინდანებად შერაცხა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი