გათავისუფლებული მძევლები მადლობას უხდიან დონალდ ტრამპს

27 იანვარი 2025, 09:35 153 ნახვა

ისრაელში  გათავისუფლებული  მძევლების ოჯახებმა მადლობა გადაუხადეს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მათი შვილების ჰამასის ტყვეობიდან დახსნისთვის.  ოთხი ჯარისკაცი, ჰამასმა  შაბათს გაათავისუფლა. ისინი ჰამასის ბოევიკებმა სადამკვირვებლო პუნქტში 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე სისხლიანი თავდასხმის დროს მათი ბაზიდან  გაიტაცეს.

მათი გათავისუფლება, 200 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ, იყო ზავის ერთერთი პირობა, რომელიც ყატარის, ეგვიპტისა და შეერთებული შტატების შუამავლობით მიაღწიეს მხარეებმა.  

ისრაელის ხელისუფლების მონაცემებით, ღაზაში ჰამასის ტყვეობაში კიდევ 90 მძევალი რჩება, მათგან დაახლოებით მესამედი სავარაუდოდ დაღუპულია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში