საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ირაკლი ბერაიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა

27 იანვარი 2025, 12:14 86 ნახვა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ირაკლი (დაჩი) ბერაიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი ბერაიამ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობა შეუთავსებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან.

კომიტეტის წევრებმა დასკვნის პროექტს მხარი დაუჭირეს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში