ტრამპის მორიგი გადაწყვეტილება

26 იანვარი 2025, 14:51 203 ნახვა

დონალდ ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული აკრძალვა გააუქმა, რომელიც ისრაელისთვის 900 კილოგრამიანი ბომბების მიწოდებას ითვალისწინებდა. ტრამპის თქმით, ისრაელელები დიდი ხანია ამას ელოდებიან, ბომბები კი დიდი ხანია საწყობში ინახება. კითხვაზე, თუ რატომ მიიღო არჩეულმა პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება უპასუხა, რომ ისრაელელებმა აღნიშნული ბომბები შეიძინეს. ცნობისთვის, ბაიდენმა მაისში ისრაელში დაახლოებით 3 500 ბომბის მიწოდება შეაჩერა, რათა მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ რაფაში სამოქალაქო მსხვერპლი შეეზღუდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში