გაფიცული სტუდენტები ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში

26 იანვარი 2025, 12:01 144 ნახვა

„სტუდენტებს საერთო საცხოვრებელი“ - ეს ხელოვნების უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების კიდევ ერთი მოთხოვნაა. ისინი მე-12 დღეა პროტესტის რეჟიმში არიან, ითხოვენ აქციაზე დაკავებული სტუდენტების და დეკანის გათავისუფლებას ასევე ყველა იმ ადამიანის ვინც აქციებზე დააკავეს. ამბობენ,  რომ  სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.   ამ დროისთვის გაფიცულია 80-მდე სტუდენტი .

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში