აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრსა და ზუგდიდის მერს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ადგილობრივი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობა მნიშვნელოვანია დროებით, დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად. ლაშა ქარდავა ზუგდიდის მერთან ერთად სამედიცინო ცენტრ “დიომედის” ზუგდიდის ფილიალსაც ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა 2025 წლის გეგმებზე და საერთო პროექტებზე. მინისტრმა ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.