პოლიტიკური განცხადებები პრემიერმა ზესტაფონში გააკეთა, სადაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, ალექსანდრე წულაძესთან ერთად, ზესტაფონის სრულად რეაბილიტირებული მე-4 საჯარო სკოლა დაათვალიერა.
მთავრობის მეთაური განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. სკოლა 1000-ზე მეტ მოსწავლეზეა გათვლილი. პრემიერმა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლაც გახსნა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.