ავტოსადგურების რეფორმა

24 იანვარი 2025, 15:25 102 ნახვა

ავტოსადგურების სერტიფიცირების, ტექნიკური გამართულობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს დღეს ავტოსადგურების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანების რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ავტოსადგურების მხრიდან არაჯანსაღი კონკურენციის აღმოფხვრას.
ასევე, სატრანსპორტო ბაზარზე განვითარების თანაბარი პირობების შექმნასა და ახალი, საერთაშორისო დონის ავტოსადგურების მშენებლობის სტიმულირებას. ამ მიზნების მისაღწევად კი ავტოსადგურების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და ისარგებლონ პროგრამით გათვალისწინებული ბენეფიტებით, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში