აშშ-ის საგარეო დახმარების პროგრამების შეჩერება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას არ ეხება - პენტაგონი

24 იანვარი 2025, 12:27 272 ნახვა

დონალდ ტრამპის მიერ საგარეო დახმარების პროგრამების 90 დღიანი შეჩერების შესახებ გაცემული განკარგულება, უკრაინის სამხედრო დახმარების პროგრამებს არ ეხება.

ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ პენტაგონის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ტრამპის ბრძანება არ არის კავშირში უკრაინისთვის იარაღის წარმოების კონტრაქტებთან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში