ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ ბეჟანიშვილმა სრულად გაიზიარა პროკურატურის მოსაზრებები და პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობის საქმეზე დაკავებული ერთი პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საქმე ეხება ბათუმში ორი დღის წინ მომხდარ შემთხვევას, როდესაც მამაკაცმა სამი პოლიციელი დაჭრა.