პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.
გიორგი გახარიას გამოკითხვა სავარაუდოდ, 15 იანვარს „შერატონ ბათუმში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
ცნობისთვის, 15 იანვარს გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.