უფლებები საქართველოს“ ადვოკატებმა გუშინ, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ დაკავებული რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულეს.
იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ, რატი ტყემალაძის ადვოკატი მარიამ მაღრაძე ამბობს, რომ ტყემალაძე და კვარაცხელია პოლიციამ სავარაუდოდ შეცდომით დააკავა, თუმცა მაინც ასამართლებს.
როგორც რატი ტყემალაძის ადვოკატმა, განაცხადა, დაკავებულებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ, „მხოლოდ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე შეიძლება საუბარი“. ადვოკატის თქმით დაკავება ზანდუკელის ქუჩაზე მოხდა. პოლიციის თანამშრომლებს დაკავების დროს ფორმები არ ეცვათ, მხოლოდ დაკავების მომენტში გახდა რატი ტყემალაძისთვის და ოთარ კვარაცხელიასთვის ცნობილი, რომ რეალურად პოლიციის თანამშრომლები ახორციელებდნენ დაკავებას, მანამდე მათ ე.წ. „ტიტუშეკები“ ეგონათ, იმიტომ, რომ რუსთაველის ტერიტორიიდან თითქმის ზანდუკელის ბოლომდე აედევნენ და მათ მიყვებოდნენ.
ისინი დიღმის იზოლატორში არიან გადაყვანილები. ადვოკატი აცხადებს,რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ დაუმორჩილებლობას და ადმინისტრაციის შესახებ კანონის დარღვევას ედავება.
ცნობისთვის, მეტრო „რუსთაველთან“ პოლიციამ ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.ორივე პირი დაკავებულია 173-ე და 174 პრიმა მუხლებით, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.არსებული ინფორმაციით, რატი ტყემალაძისა და ოთარ კვარაცხელიას დაკავების მიზეზი სავარაუდოდ, ე.წ. ბალაკლავასა და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით ნიღბის ტარებაა.