ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე თემურ ქათამაძე სამტრედიის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მას თბილისში გადაიყვანენ, უცხოელთა დროებითი მოთავსების იზოლატორში, სამ თვემდე ვადით, სანამ საკითხი არ გადაწყდება. შს სამინისტროს ინფორმაციით, ქათამაძე საქართველოში არალეგალურად, სამართლებრივი საფუძველის გარეშე იმყოფებოდა, რაც მისი მეორედ დაკავების მიზეზი გახდა. დაკავებისას თემურ ქათამაძემ თავის მხარდამჭერებს უთხრა, რომ სავარაუდოდ მას საქართველოში ყოფნის კანონით გათვალისწინებული ვადები ამოეწურა. თუმცა დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს, რადგან მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი აქვს. ის მეორე დღეა პროტესტის ნიშნად წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობს