უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე საქართველოში ჩამოასვენეს. თილიძის ცხედარი სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები დახვდნენ.მას სამშაბათს დაკრძალავენ. უკრაინაში საბრძოლველად წასვლამდე, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი უკრაინაში, ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსებთან ბრძოლის დროს დაიღუპა.