ცვლილებები აჭარის კონსტიტუციურ კანონში

23 აპრილი 2017, 00:00 2118 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონის მთავრობის შემადგენლობას, მინისტრებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე შეარჩევს და დანიშნავს -აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კონსტიტუციური კანონში ცვლილებები შედის.

პროექტი სახელმწიფო  საკონსტიტუციო კომისიამ, შემაჯამებელ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე ერთხმად მიიღო. კომისიის წევრის დავით გაბაიძის განმარტებით კონსტიტუციური კანონი მოქმედებაზე მოკლეა, თუმცა გაცილებით მეტი უფლებებით აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის ხალი კონსტიტუციისა და კანონის დასაწერად.  

რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი კანონმდებლის თქმით, ცვლილებების პროექტი ცენტრალურიდან რეგიონის ხელისუფლებაზე სხვადასხვა სახის უფლებების დელეგირებასაც ითვალისწინებს. მათ შორის აჭარის მთავრობას უფლება ექნება თავად განსაზღვროს რეგიონში რა სახის და რამდენი სამინისტრო სჭირდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი