აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება

17 იანვარი 2025, 13:50 122 ნახვა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, 3 450 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ბაქოს ცენტრალურ უბანში, საქართველოს, საელჩოს შენობისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გადაეცა.

„ტერიტორია საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობის მშენებლობა ახლო მომავალში დაიწყება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში