მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან

17 იანვარი 2025, 08:58 93 ნახვა

უწყვეტი აქციების  50-ე დღე. საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილმა ჟურნალისტებმა საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს,  ჟურნალისტებმა რუსთაველის გამზირამდე მარშით მსვლელობის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერის მხრიდან ეთერის დათმობის პირობა მიიღეს.

მედიის წარმომადგენლების თქმით, მათ არ სჯერათ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობის, თუმცა  დღეს  დილიდან  ეთერის დასაგეგმად მაინც დაუკავშირდებიან.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჟურნალისტებმა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გამართეს. ისინი მზია ამაღლობელისა და იმ ყველა პატიმრის გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომლებიც აქციების პერიოდში დააკავეს. ასევე მთავარი მოთხოვნა იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ხალხისთვის დაბრუნება.  

მათი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოების ხმა არ ისმის.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში