თურქეთის მოქალაქე თემურ ქათამაძე გათავისუფლებიდან მალევე ისევ დააკავეს

16 იანვარი 2025, 22:55 146 ნახვა

ვაჟა დარჩია, მალხაზ ირემაძე და გოდერძი ფრანგიშვილი თავისუფალია. სენაკის იზოლატორი 5 დღიანი პატიმრობის შემდეგ მათ რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.

სამტრედიის იზოლატორიდან გათავისუფლდნენ, ასევე 5 დღიანი პატიმრობის შემდეგ თემურ ქათამაძე და მათე ცენტერაძეც.

თუმცა საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე, მუჰაჯირების შთამომავალი, თემურ ქათამაძე, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა  იზოლატორის დატოვების შემდეგ პოლიციამ ისევ დააკავა. როგორც ქათამაძემ თავის მხარდამჭერებს უთხრა, სავარაუდოდ მას ამოეწურა საქართველოში ყოფნის კანონით გათვალისწინებული ვადები.

ცნობისთვის, დღეს გათავისუფლებული 5 პირი ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებულები იმ დროს, როცა ისინი პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციას მართავდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში