გაფიცული სტუდენტები ბათუმში

16 იანვარი 2025, 14:01 104 ნახვა

გაფიცვა გრძელდება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.სტუდენტებმა ღამე ფოიეში გაათენეს, დილით კი, სტუდენტთა კარიერული  განვითარების დეპარტამენტთან  დემონსტრაციულად  აჩვენეს  აქციის მონაწილეთა დაკავების კადრები ნიშნად იმისა,რომ აქტივისტები კანონსაწინააღმდეგოდ არ მოქცეულან.

გაფიცულების  მოთხოვნები უცვლელია - გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები, მათ შორის სტუდენტები. ამ დრომდე პატიმრობაში რჩება ბსუ-ს ორი სტუდენტი - მათე ცენტერაძე და ელიზბარ ჩხიკვაძე. ისინი აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, საპატიმრო სასჯელი შეეფარდათ.

ჩხიკვაძის საქმეზე პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა და მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა მიიღო.

სტუდენტები უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ. ისინი მოუწოდებენ რექტორის მოვალეობის შემსრულებელსა და აკადემიურ საბჭოს გააკეთონ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სტუდენტები უკანონოდ არიან დაკავებულები.   

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში