თავდასხმა გიორგი გახარიაზე - პოლიტიკური შეფასებები

16 იანვარი 2025, 14:33 103 ნახვა

პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის სასტუმრო "შერატონისგან", სადაც პარტიის ლიდერს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ, ვიდეოკადრების გადაცემას ითხოვს.  განცხადება ბერდია სიჭინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.  მან აღნიშნა, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმროს  ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა.

მისი განცხადებით, ქართული ოცნება ცდილობს პროპაგანდისტული მეთოდებით თავდამსხმელების მსხვერპლად წარმოჩენას და ამ მიზანს ემსახურება გავრცელებული არაოფიციალური ვიდეოკადრები.

ქართული ოცნება კი პირიქით, ხელს გახარიასკენ იშვერს და მას თავდასხმის  პროვოცირებასა და ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში