მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის ქუჩებში პალესტინელები ისრაელსა და ჰამასს შორის დადებულ შეთანხმებას ზეიმობენ. აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ქუჩებში გამოსულები აფრიალებენ პალესტინის დროშებს და სკანდირებენ პალესტინა თავისუფალია. შეთანხმება ამოქმედდება კვირას 19 იანვარს და მოიცავს მძევლების გათავისუფლებას.
ისრაელის ჯარები შეიჭრნენ ღაზაში მას შემდეგ, რაც ჰამასის შეიარაღებულმა პირებმა გაარღვიეს უსაფრთხოების ბარიერები და შეიჭრნენ ისრაელის სასაზღვრო თემებში 2023 წლის 7 ოქტომბერს, მოკლეს ათას 200 ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე და გაიტაცეს 250-ზე მეტი უცხოელი და ისრაელელი.
ისრაელის საჰაერო და სახმელეთო ომმა ღაზაში 46 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ასობით ათასი დევნილი კი ზამთარს კარვებსა და დროებით თავშესაფრებში ატარებს.