საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ემუქრება დაკავება ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, მზია ამაღლობელისა და გურამ მურვანიძის „დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს“.
„ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს. ევროკავშირი სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისკენ მოუწოდებს. დაუსჯელობა ვერ გაიმარჯვებს”, - წერია განცხადებაში.