გურჯაანში ტრაილერი გადაბრუნდა - გარდაიცვალა 4 ადამიანი

15 იანვარი 2025, 12:17 560 ნახვა

გურჯაანში ტრაილერი გადაბრუნდა. შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, ბარჯისხევთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და მსუბუქ ავტომანქანას დაეცა.

ავარიის შედეგად მანქანაში მყოფი ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. მიმდინარეობს გამოძიება.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე