ლოს ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

12 იანვარი 2025, 10:01 424 ნახვა
00:00
00:00

ლოს ანჯელესში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.

ექსპერტების ვარაუდით, დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, მეტი იყოს.

100 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. 

ქალაქ პასადენას სამხრეთით ცეცხლს ვერ აქრობენ.

კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარს ერთი კვირაა ებრძვიან. ხანძრის პირველი კერა 7 იანვარს პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი დიდ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. დამწვარია თხუთმეტი ათასზე მეტი სახლი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი