შსს-ს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქცია დასრულდა.
ადგილზე შეკრებილი მოქალაქეების ინფორმაციით, პროტესტი, 12 იანვარს, 15:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან განახლდება.
11 იანვარს, საღამოს, ბათუმში მიმდინარე აქცია-მსვლელობაზე, ჯამში, 13 პირი დააკავეს.
მათგან 4 დაკავებული, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, გამოცემა "ბათუმელების" დირექტორი, რამდენიმე წუთში, ხელმეორედ დააკავეს. როგორც კადრებში ჩანს, მზია ამაღლობელმა ერთ-ერთ პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.