ევროპული მარში ქობულეთში

11 იანვარი 2025, 19:45 81 ნახვა

"ქობულეთი იმსახურებს ევროპულ მომავალს“- ამ  სლოგანით ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. გაიმართა მსვლელობაც. მარშის მონაწილეებმა, ტრანსფარანტებით, ევროკავშირის და საქართველოს დროშებით, აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩები გაიარეს.აქციის მონაწილეების მოთხოვნა   დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარებაა. აპროტესტებენ მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებასა და ძაქლოვანების მხრიდან ძალის გადამეტებას. ისინი ბათუმში მიმდინარე ყოველდღიურ აქციებს შეუერთდნენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში