ევროპული მარში ქობულეთში

11 იანვარი 2025, 17:46 153 ნახვა

"ქობულეთი იმსახურებს ევროპულ მომავალს“- ამ  სლოგანით ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.
დაგეგმილია მსვლელობაც. მარშის მონაწილეები, ტრანსპარანტებით, ევროკავშირის და საქართველოს დროშებით, აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩებს გაივლიან. აქციის მონაწილეების მოთხოვნა   დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარებაა.
აპროტესტებენ მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებასა და ძალოვანების მხრიდან ძალის გადამეტებას. ქობულეთის აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ბათუმში მიმდინარე ყოველდღიურ აქციებს შეუერთდებიან.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში