მამუკა მდინარაძე - ხელისგულზე ჩანს, საქართველოში როგორ მოქმედებენ ჯაშუშები

10 იანვარი 2025, 18:05 96 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივას აფასებს, რომელიც ორგანიზაციის მიერ ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში საჩივრის შეტანას გულისხმობს.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, ხელისგულზე ჩანს, როგორ მოქმედებენ ჯაშუშები საქართველოში სხვა ქვეყნებში მოქმედი სხვადასხვა ძალის დავალებების შესაბამისად, ამიტომ თუ ვინმე ამაზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს, მმართველ გუნდს ამის საწინააღმდეგო ვერაფერი ექნება - აცხადებს მდინარაძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში