ბათუმში აბილიტაციის ცენტრი გაიხსნა

10 იანვარი 2025, 17:01 120 ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერისთვის აბილიტაციის კიდევ ერთი ცენტრი გაიხსნა.

ცენტრის მიზანია შეიქმნას კომპლექსური მხარდაჭერის სისტემა, რომელიც 18 წლამდე ბენეფიციარებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

სპეციალისტები შშმ და სპეციალური საჭიროების მქონე პირებს სხვადასხვა სერვისით სარგებლობას სთავაზობენ, მათ შორისაა, კვებითი თერაპია, მუსიკათერაპია და სხვა ის აუცილებელი მიმართულებები, რომლებიც აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი ბათუმში.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში