''ქალთა უფლებები საქართველოში''-შეხვედრა ელჩების მეუღლეებთან 

22 აპრილი 2017, 00:00 2988 ნახვა

თემაზე „ქალთა უფლებლებები საქართველოში“ ქვეყანაში აკრედიტებული ელჩების მეუღლეებმა და  რეგიონში მოღვაწე წარმატებულმა  ქალებმა იმსჯელეს. ღონისძიების დასასწყისში სტუმრებს რეგიონის ტურისტული პოტენციალი გააცნეს.

შეხვედრას აშშ-ს, ბრაზილიის, საბერძნეთის, იაპონიის, ყაზახეთის, კორეის, თურქეთის ელჩების,   ნატოს ოფისის ხელმძღვანელის, ასევე, თურქეთის, სომხეთისა და ირანის კონსულების მეუღლეები დაესწრნენ. საქართველო მეტერთმეტე მასპინძელი ქვეყანაა, სადაც მსგავსი ღონისძიება გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს აჭარის ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებინებენ. ბათუმში გამართული შეხვედრების ორგანიზატორია ასოციაცია  „ერთმანეთისთვის“. 

ფოტო: For Each Other Sophia Bakuridze​

ფოტო:For Each Other Sophia Bakuridze

ფოტო:For Each Other Sophia Bakuridze​

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი