სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

09 იანვარი 2025, 15:04 116 ნახვა

სომხეთის მთავრობამ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. საკითხი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა წარადგინა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო ინიციატივის სახით კანონპროექტი პარლამენტს წარედგინა, ახლა კი ხელისუფლებამ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია.
თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული რეფერენდუმის გზით. „მთავრობის დე იურე პოზიციაა, რომ მთავრობას არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე მინდა, აღვნიშნო, რას ნიშნავს ეს.
ეს არ ნიშნავს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან ამ პუნქტის მიღწევა ან ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება იყოს კანონის დონეზე ან თუნდაც მთავრობის გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, სხვა გზა არ არსებობს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში