აშშ უკრაინას 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

09 იანვარი 2025, 10:12 84 ნახვა

აშშ-ის ხელისუფლება უკრაინას სამხედრო დახმარების ფარგლებში 500 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აშშ უკრაინას მის საწყობებში არსებულ შეიარაღებას გადასცემს. ამერიკა გეგმავს, რომ კიევს აღნიშნული დახმარება იანვრის ბოლომდე გადასცეს.

მედიის ცნობით, ეს იქნება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წარმავალი ადმინისტრაციის მიერ ბოლო გამოყოფილი დახმარება უკრაინისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში