საშობაო ალილო

07 იანვარი 2025, 17:54 187 ნახვა

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალილო გაიმართა ბათუმში. შობის მახარობლებმა ქუჩები ლოცვითა და საშობაო გალობით შემოიარეს და დღესასწაული თანაქალაქელებს მიულოცეს.
შობის მახარობლებმა საზეიმო მსვლელობა საკათედრო ტაძრიდან 12 საათზე დაიწყეს. ტრადიციულად მსვლელობის მარშრუტი წელსაც უცვლელი იყო.
თავდაპირველად მომლოცველებმა ჭავჭავაძის ქუჩა გაიარეს, შემდეგ გორგილაძისა და რუსთაველის ქუჩებზე გადაინაცვლეს. ალილოს მონაწილეებმა ნუგბარი შეაგროვეს.
შემოწირულობა ტრადიციულად გაიღეს სამთავრობო უწყებებმა და ალილოს მსვლელობას შეუერთდნენ.
შობას ზეიმობენ აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც, საღვთო ლიტურგიის შემდეგ ალილოს საზეიმო ტრადიციული მსვლელობა ერთდროულად სხვადასხვა ტაძრიდან გაიმართა.
მორწმუნეებმა მუნიციპალიტეტების მთავარი ქუჩები ლოცვით და გალობით შემოიარეს.
ალილოს მსვლელობა თითქმის 2 საათს გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა სადღესასწაულო პარაკლისი გადაიხადეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში