საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე პოლონელ კოლეგებს კოსაკის კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით პასუხობს და ღრმა შეშფოთებას გამოხატავს მათი გადაწყვეტილების გამო, აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძირს უთხრის დიალოგისა და თანამშრომლობის სულისკვეთებას - ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია მის ხელშეკრულებებში.
აგრეთვე, კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მათი გადაწყვეტილება უარი ეთქვას საქართველოს პარლამენტს კონფერენციაში მონაწილეობაზე ქმნის პრობლემურ ინსტიტუციურ პრეცედენტს.
ცნობისთვის პოლონეთმა ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს 6 დეკემბერს მიწვევა გაუგზავნა, 23 დეკემბერს კი მიწვევა გააუქმა, ეს გადაწყვეტილება მათ საქართველოში არსებული ვითარებით ახსნეს.