ოპოზიცია საჯარო სამსახურებში რეპრესიებზე საუბრობს

06 იანვარი 2025, 14:55 244 ნახვა

პროევროპულ აქციებს ხელისუფლებამ რეპრესიები დაუპირისპირა - ეს განცხადება ბათუმის საკრებულოს ოპოზიციამ ერთობლივად გააკეთა.

მთავრობის ოპონენტების ინფორმაციით, საჯარო სამსახურიდან უშვებენ იმ საჯარო მოხელეებს, ვინც ევროპისკენ რაკურსს მხარს უჭერს და აქციებზე დგას.

პარტიის დეპუტატები მხარდაჭერას უცხადებენ მათ, ვისაც მათივე მტკიცებით, დაუმსახურებლად სჯის რეჟიმი.

ისინი პასუხისმგებლობას ქალაქის მერს, მის მოადგილეებს, საკრებულოს წევრებსა და რეგიონის პირველ პირებს აკისრებენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში