სომეხთა სამოციქულო ეკლესია ქრისტეშობას აღნიშნავს. ბათუმის სომხურ ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აჭარის სომეხთა სულიერმა ლიდერმა არარატ გუმბალიანმა აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ მორწმუნეებს დღვანდელი დღე მიულოცა, მართმადიდებელ ქრისტიანებს კი დამდეგი ქრისტე შობა.
შობასთან ერთად, სომხები დღეს ნათლისღების დღესასწაულსაც აღნიშნავენ. ტაძარში შეკრებილმა მრევლმა, ტრადიციულად, წირვისას ნაკუთხი წყალი სახლებში წაიღო.
სადღესასწაულო წირვას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ესწრებოდა.