შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი გახდა რთული მეტეოროლოგიური პირობები, კერძოდ, თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა.