გერმანიის სამ აეროპორტში თოვლისა და ყინვის გამო რეისები გაუქმდა

05 იანვარი 2025, 20:05 232 ნახვა

თოვლისა და ყინვის გამო გერმანიის სამ აეროპორტში რეისები გაუქმდა. უამინდობამ მიუნხენის, ფრანკფურტისა და შტუტგარტის აეროპორტები შეაფერხა.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ფრანკფურტის აეროპორტში დღის განმავლობაში 120 ავიარეისი გაუქმდა, მათ შორის, ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა პარიზი, ვენეცია და პრაღა.

თოვის გამო, ხილვადობა იყო შემცირებული მიუნხენის აეროპორტში, რამაც რეისების მიღება და გამგზავრება შეაფერხა.

გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახური ქვეყნის მოსახლეობას ყინვისა და უხვი ნალექის შესახებ აფრთხილებს, განსაკუთრებით, ბავარიაში.

რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა შეაფერხა რკინიგზის მუშაობაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში