პროტესტი ბათუმში

05 იანვარი 2025, 11:48 172 ნახვა

ხელახალი არჩევნების ჩატარებისა  და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით ერთი თვეა საპროტესტო აქციები გრძელდება. ახალგაზრდები, ხელოვანები,  საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები  ბათუმში ტრადიციულად მთავრობის სახლთან დღესაც შეიკრიბებიან. გუშინ აქციის 38-ე დღე იყო. მომიტინგეები ამბობენ, რომ ქვეყნის პროდასავლური  კურსი არ უნდა შეიცვალოს და საქართველო მოკლე დროში უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. აქციაზე შეკრებილები კრიზისის დაძლევის მთავარ გზას ხელახალ, სამართლიან  არჩევნებში ხედავენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში