პროტესტის 37 დღე ბათუმში

04 იანვარი 2025, 11:54 177 ნახვა

ხელახალი არჩევნები, ქვეყნის დასავლური კურსი, აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება, მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე თავდამსხმელები დასჯა და ახლა უკვე საჯარო სამსახურებში დასაქმებულებზე რეპრესიების შეწყვეტა- აქციის მონაწილეების მოთხოვნები მოვლენების შესაბამისად იზრდება. დაანონსდა, რომ აქციის მონაწილეები დახმარების ცენტრს შექმნიან,  სადაც საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულებს იურიდიულ და ასევე ფინანსურ დახმარებას გაუწევენ. 37-ე ღამე იყო გუშინ აქციის, რომელიც აჭარის მთავრობის სახლთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან ყოველდღიურად იმართება. მომიტინგეები დანებებას არ აპირებენ და როგორც ამბობენ, მოთხოვნების შესრულებამდე არ დაიშლებიან. ისინი მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდებენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში