საქსტატის მონაცემები

03 იანვარი 2025, 17:57 189 ნახვა

დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით ,ქვეყანაში სურსათი გაძვირდა. ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასები 5.3%-ით გაიზარდა, ხოლო ზეთსა და ცხიმზე კი ფასნამატი 3%-ს შეადგენს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ კი 1.9 პროცენტი შეადგინა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ, სურსათის შემდეგ ჯგუფებზე, ესენია, უალკოჰოლო სასმელები, რძე, ყველი, ხორცი და ხორცის პროდუქტები და ასევე, თევზეული.
რაც შეეხება ფასების შემცირებას, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით, ხილი, მინერალური და წყაროს წყალი და ასევე, ნატურალური წვენები გაიაფდა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში