სომხეთ-საქართველოს საზღვარზე პიროტექნიკის საწყობში ხანძარი გაჩნდა - დაშავდა სამი ადამიანი 

03 იანვარი 2025, 17:36 252 ნახვა

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, „ბაგრატაშენის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უცხოური მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე შსს-ს რეგიონული სამაშველო დეპარტამენტის ოპერატიული ჯგუფი, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ხუთი ეკიპაჟი, წყალმზიდი და საპატრულო დანაყოფები იყვნენ მობილიზებული.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში