პრეზიდენტი ხარებას სოფელ ქანდაში შეხვდა

07 აპრილი 2016, 00:00 5622 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად ხარების სადღესასწაულო წირვას სოფელ ქანდაში ტაძარში დაესწრო. ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერში მამა სერაფიმე აღავლინა, რომელმაც გიორგი მარგველაშვილის ოჯახს მაცხოვრის უძველესი ხატი უსახსოვრა. სოფელ ქანდაში ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი 1997 წელს ამოქმედდა, 2010 წლიდან კი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა- კურთხევით ქართულ-არამეული ღვთისმსახურება დაწესდა. დღეისათვის მართლმადიდებლურ სამყაროში ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი ერთადერთია, სადაც მართლმადიდებლური წირვა-ლოცვა ქართულ-არამეულ ენებზე აღევლინება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი