საქართველოს ინტერესი ვერასდროს იქნება კომპრომისი ვინმესთან ურთიერთობაში - მაკა ბოჭორიშვილი

29 დეკემბერი 2024, 13:29 172 ნახვა

„ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხელმძღვანელობს ერთადერთი რამით, ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით, ქვეყნის საუკეთესო ინტერესებით და ამ ინტერესების დაცვა არის ჩვენი პირველი მოვალეობა, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ვინმე თუ ელოდება ცვლილებებს, რომ მმართველი პარტია ნაკლებად დაიცავს საქართველოს ინტერესებს, გაწბილდება.

„ამ მიმართულებით თუ ვინმე ელოდებით ცვლილებას, რომ ჩვენ ნაკლებად დავიცავთ საქართველოს ინტერესებს, საქართველოს უსაფრთხოებას, მინდა გაგაწბილოთ. ვერ მოხდება ასე. ვერაფერი შეიცვლება ჩვენს სურვილში, ჩვენს მისწრაფებებში, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესები, საქართველოს უსაფრთხოება, საქართველოში სტაბილურობა მაქსიმალურად იყოს დაცული. ეს არის ჩვენი მამოძრავებელი და ასე გავაგრძელებთ მომავალში მოქმედებას. ეს იქნება ყველა იმ გადაწყვეტილების საფუძველი, რომელსაც მიიღებს ხელისუფლება. თქვენ თუ მეუბნებით, რომ საქართველოს ინტერესები არის ის კომპრომისი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გასწიოს, ასეთი კომპრომისი ვერ იქნება. საქართველოს ინტერესი ვერასდროს ვერ იქნება კომპრომისი ვინმესთან ურთიერთობაში“, – განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში