სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების რეზიდენციას ტოვებს

29 დეკემბერი 2024, 11:06 275 ნახვა

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების რეზიდენციას ტოვებს.

ამის შესახებ, საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს განუცხადა.

„მე აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები, - ასე მიმართა ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მომიტინგეებს.

ზურაბიშვილის თქმით, ის ქართველი ხალხის ერთგული რჩება.

“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების. მე მინდა თქვენ გითხრათ და თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში - 6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ, კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე, ამიტომ ვარ დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით შეიცვლება, მე ვიქნები სასახლეში თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები.

 

მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმივად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში