ქობულეთის ნაძვის ხე აინთო

25 დეკემბერი 2024, 19:59 424 ნახვა

საახალწლო ნაძვის ხე აინთო ქობულეთის მერიის წინ არსებულ ცენტრალურ მოედანზე, რომელიც ქობულეთის მერმა, პატარებთან ერთად საზეიმო ვითარებაში აანთო.
მოედანზე სპეციალურად მოწყობილ სცენაზე, ქობულეთის ბაღების გაერთიანების აღსაზრდელების კონცერტი მიმდინარეობს, სადაც მუნიციპალიტეტში არსებული 16-საბავშვო ბაღია იღებს მონაწილეობას.
პატარების განწყობაზე, თოვლის ბაბუამ იზრუნა. ასევე ნაძვის ხის ანთების დროს, საზეიმოდ ცაში ფოიერვერკებიც გაუშვეს.
როგორც ქობულეთის მერიაში ამბობენ, წინასაახალწლო ღონისძიებები, 31-დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, სადაც ყოველ დღე სხვადასხვა სახის გასართობი, საბავშვო და მუსიკალური ღონისძიებები გაიმართება. საახალწლო ღონისძიებებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაახლოებით 70-ათი ათასი ლარი გამოიყო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში