საპროტესტო აქცია

25 დეკემბერი 2024, 11:54 109 ნახვა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ღამით დასრულდა. პროტესტი საქართველოს პარლამენტთან მას შემდეგ გაგრძელდა, რაც აქციის მონაწილეების ჯგუფებმა რუსთაველის ქუჩამდე მსვლელობა მოაწყვეს. აქცია გაიმართა ბათუმშიც. პროტესტის მონაწილეები უკვე ოცდამეშვიდედ შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის სახლთან.
მათი მოთხოვნა  ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაა. მმართველ ძალას არალეგიტიმურს უწოდებენ და აცხადებენ,რომ არჩევნები ცესკოსა და უსკოს ახალი შემადგენლობით უნდა შედგეს. აქციაზე სტუდენტები, პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით იყვნენ შეკრებილები , როგორც აცხადებენ მოთხოვნების შესრულებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში