სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 47 წელი შესრულდა

25 დეკემბერი 2024, 09:44 127 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 47 წელი შესრულდა. 1977 წლის 23 დეკემბერს,  ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი სიონის ტაძარში გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად ერთხმად აირჩიეს, 25 დეკემბერს კი ილია მეორე პატრიარქად აკურთხეს. 

ილია მეორის მრავალმხრივ მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1990 წელს, როცა მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.

ილია მეორის სახელს უკავშირდება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში ეკლესია-მონასტრების აშენება. ამჟამად ქვეყანაში  49 ეპარქია და  2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში