მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს შუახევში. სადღესასწაულოდ მოირთო მერიის მიმდებარე ტერიტორია , სადაც მოწყობილია საშობაო ბაზრობა , ბავშვებისათვის კი გასართობი სივრცეები. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები ზრუნავენ.
მოეწყობა მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა და ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან. პარალელურად გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლის მოსწავლეები, ბენდი ,,117“ , კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები და მოწვეული შემსრულებლები მიიღებენ. საღამოს დაგეგმილია მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხის ანთება და ფეიერვერკი.