გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, მწვანე ხეებში მდგომ დემონსტრანტებს და ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა, იმ ადამიანებს როგორ უნდა ავუხსნათ, რომ ევროპის გზიდან არ გადაგვიხვევია - ნინო წილოსანი

22 დეკემბერი 2024, 11:17 221 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.

როგორც მმართველი გუნდის წევრი წერს, სოციალურ ქსელში გაზიარებული კონკრეტული ფოტო/ვიდეომასალა არ ასახავს გუშინდელ აქციას.

„გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, მწვანე ხეებში მდგომ დემონსტრანტებს და ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა, ზემოდან visioner-ს დაათვლევინეს 200 000 ვიყავითო, იმ ადამიანებს როგორ უნდა ავუხსნათ რომ ევროპის გზიდან არ გადაგვიხვევია, წარმოუდგენლად მიმაჩნია“, - წერს წილოსანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში